15 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მიხეილ ბარნოვი, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი 11-13 მაისს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციისა.
ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია 2017 წელს მეთვრამეტედ გაიმართა და მისი მონაწილეები საქართველო–ამერიკის ურთიერთობის ფონზე განიხილავენ პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებს.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.