ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები, ამჯერად უკვე ტრენერების როლში, ცოტა ხნის წინ ერევანში კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ქართველი ახალგაზრდები ამ პროცესში უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობენ და აფხაზ და ოს ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. რა იყო ამ შეხვედრის მთავარი თემა, რაზე ელაპარაკებიან ერთმანეთს ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები? - ამ საკითხზე რადიო თავისუფლება ქართულ-აფხაზურ-ოსური ახალგაზრდული დიალოგის ერთ-ერთ მონაწილეს, ამირან მაკარაძეს, გაესაუბრა.
-
ეკა ქევანიშვილი
მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.