Accessibility links

დისკრიმინაციის საქმეები სასამართლოსა და ომბუდსმენის აპარატში


30 მარტს რადიო თავისუფლების დილის საუბრებში სტუმრები იყვნენ ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და ესმა გუმბერიძე, შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” თანადამფუძნებელი, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის საბჭოს წევრი. მათ ილაპარაკეს დისკრიმინაციის შემთხვევებზე და სამართალწარმოებაში არსებულ საქმეებზე. "კოალიციამ თანასწორობისთვის" შეისწავლა 2016-2017 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში, აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატში წარმოებული დისკრიმინაციის საქმეები. ორგანიზაციის ანგარიშში 60 საქმე მოხვდა, რომელიც დისკრიმინირებული ჯგუფების მდგომარეობას ასახავს. ანა არგანაშვილის თქმით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. თუმცა პრობლემად რჩება სასამართლოებისთვის მიმართვის 30-დღიანი ვადის საკითხი, რის გამოც დისკრიმინირებული პირები, სწრაფი რეაგირებისთვის სახალხო დამცველისთვის მიმართვის მექანიზმს არჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის შემთხვევების თაობაზე მიმართვიანობა ზოგადად მომატებულია, უჩინარ ჯგუფად რჩებიან ხანდაზმულები, მათი მიერ დისკრიმინაციის თაობაზე მიმართვის თაობაზე მონაცემები არ ჩანს. ესმა გუმბერიძის თქმით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებთან წვდომის საკითხი უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის. ამ თვალსაზრისით პრობლემაა, როგორც სახელმწიფო უწყებების ვებ-საიტების ადაპტირება, ასევე ხელმოწერების დადასტურების საკითხი. ბრაილის შრიფტიანი დოკუმენტების არსებული შაბლონები ყველა შემთხვევას ვერ ერგება, ასევე ბრაილის შრიფტის წაკითხვა უსინათლოთა და მცირედმხედვეთა დიდი ნაწილისთვის შეუძლებელია.

დისკრიმინაციის საქმეები სასამართლოსა და ომბუდსმენის აპარატში
please wait

No media source currently available

0:00 0:30:24 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG