Accessibility links

ვინ წვავს წიგნებს?


საბჭოთა ეპოქაში მწერლებს "სულის ინჟინრებს" უწოდებდნენ. საბჭოთა სისტემის მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპი საქართველოში კვლავაც კვებავს საზოგადოების შეხედულებას მწერლის შესახებ. „ნამდვილი მწერლის“ სახე-ხატში არ ჯდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია გინება ან რომლის ლიტერატურაც შეიცავს ბილწსიტყვაობას. კომუნისტური იდეოლოგია არა მხოლოდ ავტორიტეტად აცხადებდა მწერალს, არამედ მტრის ხატსაც ქმნიდა მისგან. აკრძალული ლიტერატურის გრძელი სიები დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა აკრძალვის და განადგურების ჟინი საზოგადოებას მაინც შემორჩა. თუკი წარსულში აკრძალვებს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, მოგვიანებით საქმეში რელიგიური განწყობები ჩაერთო და წიგნის თუ ავტორის გასამართლება სატანიზმთან ბრძოლის სახელითაც ხორციელდებოდა. „ვინ წვავს წიგნებს?“ - ამ თემაზე „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში ლაპარაკობს გიორგი გვახარიას სტუმარი, საბავშვო მწერალი და მთარგმნელი, ვასო გულეური.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG