6 თებერვალს 60 წელი შესრულდა დიდი ბრიტანეთის ტახტზე ელისაბედ II-ის ასვლიდან. ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI, შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა. დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
ელისაბედ II ტახტზე ასვლის 60 წლისთავს ზეიმობს
21
დედოფალი ირლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 2011 წლის მაისის ისტორიული ვიზიტის დროს. ეს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი იყო ირლანდიაში, რომელმაც 1922 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
22
2012 წლის 5 თებერვალი. დედოფალ ელისაბედს ყვავილებით ასაჩუქრებენ ვესტ ნიუტონის ეკლესიაში, საკვირაო წირვის შემდეგ, ტახტზე ასვლის 60 წლის იუბილეს წინა დღეს.