Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ეფექტურად მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი?


რამდენად ეფექტურად მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:12 0:00

9 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაგდა კალანდაძე, აქტივისტი და კავშირ "საფარის" წარმომადგენელი. "საფარი" სხვა შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ( „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, „იდენტობა”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)” და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)) გაერთიანებულია არაფორმალურ "თანასწორობის კოალიციაში", რომლის მიზანიც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტური ბრძოლის ხელშეწყობაა.

რამდენად ეფექტურად მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:32 0:00
გადმოწერა

კოალიცია 2017 წლის ზაფხულის თვეებში ახორციელებდა საინფორმაციო კამპანიას, სახელწოდებით "ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", რომლითაც მოქალაქეებს დისკრიმინაციის სხვადასხვა რეალურ შემთხვევებს აცნობენ.

რა აფერხებს ანტიდისკრიმინაციული კანონის რეალურ ამოქმედებას, რა შეიძლება გააკეთოს მოქალაქემ, რომელიც არათანასწორ პირობებში გრძნობს თავს ან შეესწრება დისკრიმინაციულ ფაქტებს, რა ტიპის ბერკეტები აქვს სახალხო დამცველს და რამდენად მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის შემთხვევების სასამართლომდე მიტანა - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG