Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ გამზარდია: ზოგიერთი მეუფე ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს


არჩილ გამზარდია
არჩილ გამზარდია

საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე დაგეგმილი თავდასხმის საკითხი, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ პრობლემად გადაიქცა. 13 თებერვალს სამართალდამცველებმა შეძლეს აღეკვეთათ, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, "ეკლესიისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ვერაგული თავდასხმა“, რომლის დეტალები ჯერჯერობით გამოძიების საიდუმლოებას წარმოადგენს. თუმცა ერთი თვით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი გახმაურდებოდა, მაღალი რანგის სასულიერო პირის ლიკვიდაციის სამზადისზე საზოგადოება გააფრთხილა და კონკრეტული პირებიც დაასახელა არჩილ გამზარდიამ, საზოგადოებრივის კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა, რომელმაც პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებამდე პატრიარქ ილია მეორეზე შესაძლო თავდასხმაც იწინასწარმეტყველა. არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ ყველაფერი, რაც ამ დღეებში ხდება, საპატრიარქოს სინოდის შიგნით არსებული იმ სერიოზული დაპირისპირების ანარეკლია, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პატრიარქის ბოლოდროინდელმა ცალსახა პოზიციამ განაპირობა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG