Accessibility links

არუნდატი როის შედევრი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ბუკერის პრემიის 1997 წლის ლაურეატის, ინდოელი მწერალი ქალის, არუნდატი როის რომან „წვრილმანების ღმერთზე“. უკანასკნელი ოცდაათი წლის მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთი დიდი შედევრი განსაკუთრებული წიგნია როგორც ენობრივი ოსტატობის, ისე სოციალური თემატიკისა და კომპოზიციური ოსტატობის თვალსაზრისით. ეს მოულოდნელი წიგნი საოცარ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე; ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს თამარ ჯაფარიძის უბრწყინვალესი თარგმანი. ვინ არიან ხელუხლებლები, რა წესებია დადგენილი სიყვარულისთვის, რით აღემატება სირიელი ქრისტიანი უბრალო ინდუსს და რატომ უყვართ ბავშვებს „მუსიკის ჰანგები“ ­— ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG