ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები
სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და სავარაუდოდ მისი მკურნალობა გერმანიაში გაგრძელდება. ტერაქტის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მსახურობენ. მომხდარის კვალდაკვალ საქართველოში კვლავაც აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - იდგეს გლობალური მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. საქართველოს წვლილს ადეკვატურად აფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. სიუჟეტის ავტორები: ლელა კუნჭულია, ნუგზარ ფანქველაშვილი, მერაბ ნადირაშვილი.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში