35 წლის მუსიკოსი მიხეილ მენაბდე კიევში, უკრაინის ფილარმონიაში, მოღვაწეობს. ის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ სოლისტად ითვლებოდა, მაგრამ ცეკვას თავი დაანება და უკრაინის ნაციონალურ მუსიკალურ აკადემიაში დირიჟორის ხელობას დაეუფლა. ჩვენი რადიოს თბილისის სტუდიაში მას გიორგი გვახარია ესაუბრა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.