ბექა ბერიძის სიტყვები
დიდი ხანი არ არის, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოჩნდა გრაფიკოს-დიზაინერის, ბექა ბერიძის ნამუშევრები - ქართული სიტყვები, რომლებიც იმ საგანს თუ გრძნობას გამოხატავს, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ეს ნამუშევრები მოკლე დროში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბექა შეკვეთებს და თხოვნებს ვერ აუდის - ზოგი ლოგოს დამზადებას სთხოვს, ზოგიც ძალიან პირადულ საჩუქარს. როგორც ბექამ გვითხრა, სიტყვების ასე გამოხატვის შესაძლებლობა თავად ქართულმა ანბანმა მისცა, მაგალითად, სიტყვა "ნაყინის" შემთხვევაში ასო "ყ" მართლაც ნაყინს ჰგავს, სიტყვა "ყავის" შემთხვევაში "ყ" ფინჯანს დაემსგავსა, ხოლო სიტყვა "ამწე" ისეა გაფორმებული, რომ ნამდვილი ამწე დაგიდგებათ თვალწინ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"