Accessibility links

ბესიკ ალადაშვილი: ციანიდით არაერთი პოლიტიკური მკვლელობა მოუწყვიათ


ბესიკ ალადაშვილი

სამართალდამცველების მიერ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოების ერთ ნაწილში არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აპირებდა ეჭვმიტანილი დეკანოზი გიორგი მამალაძე სიცოცხლისათვის საშიში შხამიანი ნივთიერება ციანიდის საზღვარზე გადატანას და მის გამოყენებას გერმანიაში, როდესაც ეს საქართველოში უფრო იოლი იყო. ამ შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი, ცხადია, გამოძიებამ უნდა გასცეს. თუმცა შეკვეთილი მკვლელობების ისტორიიდან ცნობილია არაერთი ფაქტი არასასურველი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეების გზიდან ჩამოცილებისა სწორედ ციანიდის გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG