ბრაილი – მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე ორი წელია, საშუალო სკოლების პედაგოგებს ბრაილის სისტემის შემსწავლელ ტრენინგებს სთავაზობს. სწავლა ნებაყოფლობითია. წამოწყების მიზანი კი ის არის, რომ მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვს, რომელიც საჯარო სკოლაში ჩაირიცხება, ადგილზე მომზადებული პედაგოგი უნდა დახვდეს. მასწავლებელთა სახლში ამბობენ, რომ ბრაილის შესწავლის ინტერესი არაერთმა პედაგოგმა გამოხატა, თუმცა, საბოლოოდ, ბრაილის სისტემით წერა-კითხვას მაინც ის პედაგოგები ეუფლებიან, ვისაც მხედველობის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან აქვთ კონტაქტი.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან