Accessibility links

ბრძოლა სამშობლოსთვის - ქართული და აფხაზური გაგებით


მერი გაბედავა, ლაშა შაყულაშვილი

გადაცემაში ორ ინტერვიუს მოისმენთ - ეთნიკურად აფხაზისა და ეთნიკურად ქართველის ინტერვიუებს. ისინი ჰყვებიან აფხაზეთში ომის დაწყების პირველ დღეებზე.

აფხაზი ქალის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ გუდაუთაში მცხოვრებ აფხაზებს ომის სიმძიმე პირველ დღეებში ნაკლებად შეეხოთ, ქართველი რესპონდენტი კი იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორ ხდებიან ერთმანეთის მტრები განსხვავებული ეთნიკური ნიშნის გამო ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გვერდიგვერდ კეთილგანწყობილად ცხოვრობდნენ, და რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ აფხაზი ახალგაზრდები აფხაზეთში. გადაცემის სტუმრები არიან: მერი გაბედავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი, და ლაშა შაყულაშვილი, კავკასიოლოგიის მიმართულების დოქტორანტი თსუ-ში.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG