ძვირად ღირებული ბრძოლა სიცოცხლისთვის
ძუძუს კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ზრდასრული ადამიანისთვის დიდძალ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს სთავაზობს არაერთი სახის მომსახურების თანადაფინანსებას (ძირითადად, 80%-იანი წილით), და თან მუშაობს გარკვეული სახელმწიფო პროგრამები, ექსპერტებისა და უფლებადამცველთა დაკვირვებით, მოქალაქეებს მაინც მძიმე ტვირთად აწვება როგორც მკურნალობის, ისე მედიკამენტების ხარჯები. სწორედ ამ პრობლემების წინ წამოწევას ისახავს მიზნად პროექტი, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია „უფლება ჯანმრთელობაზე“. არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებებს შეახსენებს.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში