კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა
კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ესპანეთისგან გამოყოფას. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც ხმის მიცემის დაწყებამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი. კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 70-მა დეპუტატმა. ათი წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა. კენჭისყრის შედეგი პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა გამოაცხადა. ამ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს დამოუკიდებლობის პროცესის დაწყება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი ახალი კანონის მიღებას და „თანასწორუფლებიანობის პრინციპზე“ დამყარებული მოლაპარაკების დაწყებას ესპანეთის ხელისუფლებასთან. მადრიდი ეწინააღმდეგება კატალონიის დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კატალონიის ავტონომიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარებაა. (როიტერის სააგენტოს ვიდეო)
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი