Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკეტილი სივრცე შშმ პირთათვის


ჩაკეტილი სივრცე შშმ პირთათვის
please wait

No media source currently available

0:00 0:04:53 0:00

გარემოს ადაპტაცია არ არის მხოლოდ პანდუსის გაკეთება - ამ აზრზე საქართველოში ადამიანის უფლებების არაერთი დამცველი დგას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თბილისისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში, სკვერებსა თუ შენობებში დღეს არსებული გარემო მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად კანონით დადგენილი წესებისა, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც, მაგალითად, სამშენებლო კომპანიას დაწესებული ნორმების შეუსრულებლობისათვის პასუხს მოსთხოვს; არ არსებობს საკმარისი ხმოვანი შუქნიშნები, სპეციალური ტაქტილური გზები, კარზე ბრაილის შრიფტით მიწერილი წარწერები, სასიგნალო მაშუქები, პანდუსები ხშირად არასწორად კეთდება... ამ ყველაფრის არარსებობა კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გარემოს ტყვეებად აქცევს - მათთვის სივრცე ჩაკეტილია.

XS
SM
MD
LG