Accessibility links

ჩამორთმეული ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს


მძღოლების საპროტესტო აქცია

ახალციხეში, ადმინისტრაციულ შენობასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. 50-მდე მძღოლი თვეების წინ პოლიციელების მიერ ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა კუთვნილი ავტომანქანები მათ ხე-ტყის უკანონო გადაზიდვის დროს ჩამოართვეს, ნაწილი კი ირწმუნება, რომ ტაქსის მძღოლია და ტვირთის წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა.

ხე-ტყის უკანონოდ ჭრასა და გადაზიდვაზე კონტროლს სამი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - ახორციელებს. ჩამორთმეული მანქანების ნაწილი ახალციხეში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში, ნაწილი კი ე.წ. თბილი წყლების მიმდებარედაა გაჩერებული.

ხე-ტყის უკანონო გადაზიდვისას ჩამორთმეული ავტომობილების მძღოლებმა ახალციხეში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამართალდამცველებისგან საკუთრების დაბრუნებას მოითხოვდნენ. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ, დოკუმენტაციის წარდგენისა და ნებართვის მიუხედავად, ისინი მაინც დაჯარიმდნენ, რის გამოც საგამოძიებო უწყებებმა ადგილობრივებს ხე-ტყის გადატანისას 250–მდე მანქანა ჩამოართვეს. ადიგენის მკვიდრი ზაურ საგინაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციამ ახალციხე-ადიგენის გზაზე გააჩერა და მას შემდეგ ორი თვეა, კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნებას ელოდება.

ადიგენელი ზაურ საგინაძის მსგავსად, პრობლემები აქვთ ახალციხისა და ბორჯომის მცხოვრებლებსაც. ადგილობრივთა მტკიცებით, ავტომობილების უმეტესობა უსამართლოდ არის ჩამორთმეული. ხე-ტყის უკანონოდ ჭრასა და გადაზიდვაზე კონტროლს სამი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - ახორციელებს. ჩამორთმეული მანქანების ნაწილი ახალციხეში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში, ნაწილი კი ე.წ. თბილი წყლების მიმდებარედაა გაჩერებული.

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები დაიშალნენ. მათი ნაწილი იმედოვნებს, რომ საქმე დაიძრა, ნაწილი კი აქციების პერმანენტულად გაგრძელებას აანონსებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მათ უწყებას სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული შვიდი სატრანსპორტო საშუალება აქვს. შვიდივეზე ძიება სსკ-ის 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებასა და გამოყენებას გულისხმობს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეგიონში მათ მიერ ჩამორთმეული არც ერთი მანქანა აღარ დგას, რადგან ყველა ფაქტზე სასამართლო პროცესი გაიმართა და საქმე დასრულდა. პრობლემების მოსაგვარებლად აქციის სამი წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს, შეხვდა. მათ რეგიონის პირველ პირს საქმის დროულად გამოძიების მიზნით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია სთხოვეს.

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები დაიშალნენ. მათი ნაწილი იმედოვნებს, რომ საქმე დაიძრა, ნაწილი კი აქციების პერმანენტულად გაგრძელებას აანონსებს. სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი აქციის მონაწილეებს შეხვდა, პრობლემებს გაეცნო და საკითხში გარკვევას დაჰპირდა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ პრობლემის მოგვარება, კანონმდებლობის შესაბამისად, გარკვეული პროცესუალური ნორმების დაცვას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG