Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ძველიშვილი: რეფორმა არ უნდა მოხდეს მაუწყებლობის შეჩერების ხარჯზე


7 თებერვალს "თავისუფლების დილა" დაუკავშირდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეფასებით, მაუწყებელში კრიზისული ვითარებაა. მის დასაძლევად ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგიანა მაუწყებლის გარდაქმნის და განვითარების სამწლიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე მაუწყებლობის საეთერო ბადეში მხოლოდ საინფორმაციო გადაცემების დატოვებას და ყველა სხვა გადაცემის დროებით, 11 თვით შეჩერებას და ამ დროის განმავლობაში ახალი ტექნიკით აღჭურვას.

"მიგვაჩნია, რომ რეფორმა არ უნდა მოხდეს მაუწყებლობის, გადაცემების შეჩერების ხარჯზე. უნდა მოიძებნოს სხვა გამოსავალი, მაგალითად გადაცემების პერიოდულად ჩანაცვლება იქნება ეს თუ პერიოდული ოპტიმიზაცია. დღეს გვაქვს სახეზე სურათი, როდესაც თანამშრომლებმა არ იციან რა ბედით ელით და თუ სამეთვალყურეო საბჭო მხარს დაუჭერს დირექტორს და ეს იდეა განხორციელდება, გამოდის რომ ამდენ გადაცემაში დასაქმებული ადამიანი 11 თვის განმავლობაში უნდა იჯდეს და ელოდეს, როდის მიეცემათ ეთერში დაბრუნების უფლება ან თუ მიეცემათ საერთოდ." - თქვა ნატა ძველიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG