17 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნინო ცინცაძე, რომელიც საუბრობდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კვირეულზე, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება. კვირეულის ფარგლებში 16 ნოემბერს გაიმართა ქართველი ფოტოგრაფების გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში, დაგეგმილია ასევე დისკუსია და ლუი მალის ფილმის, "მშვიდობით ბავშვებოს" ჩვენება.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.