25 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (CineDOC Tbilisi) დირექტორი არჩილ ხეთაგური და ფესტივალის რეგიონალური კოორდინატორი სალომე მინიაშვილი.
2017 წელს ფესტივალი 11-16 მაისს გაიმართება და კინოს მოყვარულებს 67 ფილმს შესთავაზებს 30 ქვეყნიდან. ფესტივალი, რომელიც წელს თბილისში მეხუთედ იმართება, კავკასიაში ერთადერთია, რომელიც დოკუმენტურ ფილმებზეა ფოკუსირებული. რამდენად გაიზარდა ფესტივალი გასული 5 წლის განმავლობაში, რა თემებზე აკეთებენ აქცენტს ორგანიზატორები და როგორ ვითარდება ქართული დოკუმენტური კინო - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.