პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უკვე რამდენიმეჯერ მოხდა შეტაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქომაგებს შორის. ასე იყო 12 ივნისს ვარშავაშიც, პოლონეთისა და რუსეთის ეროვნული გუნდების მატჩის დაწყებამდე. შეხლა-შემოხლის შედეგად 15 პირი დაშავდა, ხოლო 140-ზე მეტი ქომაგი პოლიციამ დააკავა. თავად შეხვედრა დამთავრდა ფრედ - 1:1.
ვარშავაში მოხდა შეტაკებები რუსსა და პოლონელ გულშემატკივრებს შორის
11
რუს ქომაგთა კოლონას პოლიციის საგანგებო შენაერთი იცავს.
12
სტადიონის მისადგომებთან, კედელზე გაკეთებული ეს წარწერა მოუწოდებს რუს ქომაგებს, დაივიწყონ პოლიტიკა და, მასპინძლებთან ერთად, არყის სმას მიჰყონ ხელი.
13
რუსეთის ეროვნული დროშის ფერებით მოხატული ქომაგები ვარშავის სტადიონის მისადგომებთან.
14
კიდევ ერთი რუსი ქომაგი ვარშავის სტადიონთან.
16
რუსი ქომაგი ვარშავის ეროვნული სტადიონის ტრიბუნაზე.
17
რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი ალან ძაგოევი აშკარად არ ეთანხმება გერმანელი არბიტრის, ვოლფგანგ შტარკის გადაწყვეტილებას, ყვითელი ბარათი ეჩვენებინა მისთვის.
18
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელს იაკუბ ბლაშჩიკოვსკის (მარცხნივ) საპასუხო გოლი გააქვს რუსეთის ნაკრების კარში.