პოლიციელებისა და დემონსტრანტების დაპირისპირება კიევში
კიევში, უკრაინის პარლამენტთან, მოხდა შეტაკება შორის, როცა დეპუტატები განიხილავდნენ კანონპროექტს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფი რეგიონების „რეინტეგრაციის“ შესახებ. შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს და დაწვეს რუსეთის დროშა. ცნობების თანახმად, სამართალდამცველებმა და მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს და ნახევრად დამწვარი საბურავები ისროლეს კარვებისაკენ, რომლებიც პარლამენტთან ჯერ კიდევ შარშან გამართეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა. კიევის პოლიციის ცნობით, სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხზე კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან განთავსებულ იქნა 3800-ზე მეტი პოლიციელი. დემონსტრანტები მოითხოვენ, სწრაფად იქნეს დამტკიცებული კანონპროექტი, რომელშიც რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული. (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური)
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან