15 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ პროექტ "ცოცხალი ენციკლოპედიის" კოორდინატორები, ტასო ფოცხიშვილი და ანა გაბელაია. პროექტი გულისხმობს იმ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას, რომელთაც გარკვეული ცოდნისა თუ უნარების გადაცემა შეუძლიათ უსასყიდლოდ სხვა ადამიანებისთვის სხვა ტიპის ცოდნის სანაცვლოდ.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.