უსახლკაროების თავშესაფარი ზამთრის პირზე
მოსკოვის გამზირზე მდებარე კარვების თავშესაფარს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებიან უსახლკარო ადამიანები. თავშესაფრის ადმინისტრაცია ელის, რომ მათი რიცხვი მალე ორასს გადააჭარბებს. კარვებში უკვე საგრძნობლად ცივა. ღუმელი მხოლოდ აქა-იქ დგას, თუმცა, როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, კვირის ბოლომდე ყველა კარავში აანთებენ ცეცხლს. შეშა უკვე მოტანილია და თავშესაფრის ეზოში დასახერხად არის გამზადებული. უსახლკაროები წლევანდელ ზამთარსაც ამ კარვებში გაატარებენ. მომავალ წელს კი, როგორც მერია აცხადებს, მათთვის განკუთვნილი თავშესაფრის მშენებლობა დასრულდება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"