გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა.
ინფიცირებული სოფელ ფლავში ცხოვრობს და ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში COVID-19-ით ინფიცირებული მედდის კონტაქტებიდანაა.
გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გორიდან 17 სინჯი გაიგზავნა. ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირებული 5 პაციენტია.