1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირე ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა ქვეყნის პოლიტიკური ლიბერალიზაცია - ე.წ. “პრაღის გაზაფხული” - შეეჩერებინათ. სპეცოპერაციაში სახელად „დუნაი“ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დასაკავებლად დაახლოებით 500000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ოკუპაციისას დაიჭრა 500 ჩეხოსლოვაკიელი და დაიღუპა 108. ამასთან, შეწყდა ალექსანდერ დუბჩეკის ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება და კომუნისტურმა პარტიამ მეტი ძალაუფლება მოიპოვა.
ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციამ საფუძველი ჩაუყარა ბრეჟნევის დოქტრინის ჩამოყალიბებას. მოსკოვის თანახმად, ეს დოქტრინა საბჭოთა კავშირს უფლებას აძლევდა, სამხედრო ინტერვენცია განეხორციელებინა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კომუნისტური მთავრობა საფრთხეში იმყოფებოდა. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1991 წლამდე გაგრძელდა.
(ფოტოგალერეაში წარმოდგენილი ფოტოები მოგვაწოდა ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტომ, CTK-მ)
1968 წელს კომუნისტური ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის 45-ე წლისთავი
11
საბჭოთა ტანკი ქალაქის ავტობუსს ეჯახება მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ავტობუსი ბარიკადებისთვის გამოიყენეს. დემონსტრანტები საბჭოთა ძალების შეჩერებას ცდილობდნენ ჩეხოსლოვაკიის რადიოს სათაო ოფისთან ახლოს, პრაში.
12
საბჭოთა ტანკები და ჯავშანტექნიკა პრაღის ცენტრში მდებარე რესპუბლიკის მოედანს იცავენ.
13
20 წლის Mმილან კადლეცის დაკრძალვა. იგი საბჭოთა კავშირის მეთაურობით ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს მოკლეს პრაღაში.
14
დამწვარი ავტობუსი ანტისაბჭოთა წარწერებით. პრაღა.