ცხინვალთან ახლოს, ქართულ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოწევის ახალი ფაქტი, პრაღაში კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრის მთავარი თემა იყო. თავდაპირველად ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე; ხურვალეთში შექმნილ ამჟამინდელ ვითარებაზე ეპიცენტრში მყოფი ჩვენი კოლეგა გოგა აფციაური მოგვიყვება; საქართველის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას კი შეაჯამებს პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.