Accessibility links

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული გვარდია 2018 წლიდან რეზერვისტთა მომზადების საპილოტე პროექტის განხორციელებას აპირებენ. სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის ავტორების ვარაუდით, თუ ყველაფერი გეგმის თანახმად წარიმართა, 2028 წლისათვის საქართველოს ეყოლება 12 ათასამდე მომზადებული რეზერვისტი, რომლებიც სრულფასოვნად შეძლებენ ბრძოლის ველზე რეგულარული ნაწილების ჩანაცვლებას. 24 მარტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე გამოჩნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა მზად არის მხარი დაუჭიროს რეზერვის მომზადების ახლებურ კონცეფციას, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე დარწმუნებულია, რომ მოხალისეობის პრინციპზე ტოტალური თავდაცვის ორგანიზება სულაც არ წარმოადგენს პოლიტიკურ ოქსიმორონს ან უტოპიურ მიზანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG