რა დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობები სჭირდება საქართველოს, რატომ აღარ ტარდება რეზერვისტების შეკრება, როგორ მოქმედებენ ქართველი მშვიდობის დამცველები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ავღანეთში და რა დასკვნა წარმოადგინა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შემსწავლელმა კომისიამ? ამ და სხვა საკითხებზეა ლაპარაკი ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პასუხობს კობა ლიკლიკაძის შეკითხვებს.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.