Accessibility links

მამუკა კუდავა: მაკრონის პოლიტიკა ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება


მამუკა კუდავა

საფრანგეთის პრეზიდენტად ევროპული კურსის მომხრე პოლიტიკოსის, 39 წლის ემანუელ მაკრონის არჩევას იმედიანად შეხვდა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია, რომ განუხრელად გაგრძელდება ქვეყნის საგარეო კურსის მხარდაჭერა და ბოლომდე მივა დაწყებული მოლაპარაკებები, რაც ფრანგული კომპანიების მონაწილეობით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. „საფრანგეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ემანუელ მაკრონისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში. ამ 25 წლის განმავლობაში საფრანგეთი, მართლაც, ეტაპობრივად გადაიქცა სქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთ მყარ გარანტორ ქვეყნად.

მამუკა კუდავა: მაკრონის პოლიტიკა ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება
please wait

No media source currently available

0:00 0:23:28 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG