Accessibility links

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავის აღსანიშნავად დამოუკიდებლობის დღის ლოზუნგია, „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ." თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია. მას დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. ქვეყნის მოქალაქეებს და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედნიდან მიულოცეს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, რუსთაველის გამზირსა და საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში საღამომდე გაგრძელდება კონცერტები, გამოფენები, საქველმოქმედო აქციები, სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, რომელთა მთავარი თემაა „ვეფხისტყაოსანი.“

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG