Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სამედიცინო-ევაკუატორი საუდის არაბეთში საევაკუაციო შეიქნა?


„დელტას“ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა
„დელტას“ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა

ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტოებსა და სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ ცნობას „დელტას“ (სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი) მიერ გამოშვებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი MedEvac“-ის საუდის არაბეთში განადგურების შესახებ.

ზოგიერთები ქილიკობდნენ, რომ ჯავშანმანქანა, რომელიც იემენის რესპუბლიკური გვარდიისა და მისი მხარდამჭერი რაზმების ალყიდან გასვლას ცდილობდა, მანევრისას თავისით დაიშალა და იქით გახდა საევაკუაციო, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ჯავშანმანქანა საბრძოლო ზემოქმედების გამო დაზიანდა. თავად „დელტაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ შეცდომა არაბმა მძღოლმა-მემანქანემ დაუშვა და ქართველი იარაღის მკეთებლებისაკენ თითის გაშვერა სრულიად უსაფუძვლოა. გვესაუბრება „დელტას“ ოფიციალური წარმომადგენელი ნიკა ჯავახიშვილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG