ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია ფოტოები, რომლებიც მიმდინარე თვის განმავლობაში ყოველდღე ქვეყნდებოდა "დღის ფოტოს" რუბრიკით. სხვა ფოტოებისთვის მოინახულეთ ფოტოგალერეების არქივი.
დღის ფოტოები: ოქტომბერი, 2016 წ.
1
ოჯახებს, რომლებსაც ერაყის ქალაქ მოსულისთვის ბრძოლების გამო სახლების მიტოვება მოუწიათ, სურსათს ურიგებენ.
2
ქალაქ ეკატერინბურგში რუსეთის კულტურისტების ჩემპიონატში მონაწილე ქალი გამოსვლისთვის ემზადება.
3
მიგრანტები საფრანგეთის ქალაქ კალეში ელოდებიან "ჯუნგლების" სახელით ცნობილი სახელდახელო ბანაკიდან გადაყვანას.
4
ერაყელი ბავშვები მოსულის სამხრეთით მდებარე სოფელ ალ-ხუვაინიდან, საიდანაც ერაყის სამთავრობო ჯარებმა განდევნეს ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო".
5
"ჭრილობაშეხვეული" დათუნიები ბერლინში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე.
6
კაჭი ოთხთვალაზე სამხედრო მუზეუმის მშენებლობასთან. ბელორუსია, გომელის რაიონი.
7
ნისლიანი დილა პრაღაში: კარლის ხიდი.
8
ერაყის ქალაქ მოსულიდან 30 კილომეტრზე მდებარე სოფელ ბაჯვანიიდან ადგილნაცვალი პირები, რომლებიც მოსულის მიდამოებში ბრძოლებს გაექცნენ.
9
ბიჭი ფრანის გასაშვებად ემზადება პაკისტანის ქალაქ ფეშავარში.
10
რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყოლილ ბიჭს, ჯამილ მუსტაფა ჰაბუშს, ჯანგბადს აწვდიან.