Accessibility links

უნდა არსებობდეს თუ არა ქართული ფოტოგრაფიის დღე?


ამ კითხვას ბევრი ალბათ, რიტორიკულად მიიჩნევს, რადგან საქართველოში ფოტოგრაფია ძალიან პოპულარულია. მაგრამ რა არის პოპულარული? ფოტოთი გატაცება და თანამედროვე ფოტოხელოვანთა სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა, თუ ქართული ფოტოგრაფიის შესწავლა როგორც ხელოვნების დარგის?

აღმოჩნდა, რომ ეს სათუო საკითხია, რომ აქამდე არ არსებობს ამ ხელოვნების თანმიმდევრული შესწავლის გამოცდილება, რომ საკამათოა უნდა არსებობდეს თუ არა ქართული ფოტოგრაფიის დღე, ქართული ფოტოგრაფიის მუზეუმის არსებობის უფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

გურამ წიბახაშვილი, ნათია წულუკიძე
გურამ წიბახაშვილი, ნათია წულუკიძე

25 მაისს ჩატარდა პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქართული ფოტოგრაფიის დღის დაფუძნებასა და ფოტოგრაფიის ხელოვნების კვლევას ეძღვნებოდა. დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ამ პრობლემებზე საუბრობენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და მკვლევარი ნათია წულუკიძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG