2013 წელი პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების, ხმაურიანი სასამართლო პროცესებისა და ბევრი უპასუხო კითხვის ფონზე სრულდება. გაურკვეველია აგრეთვე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ბოლო ერთი წლის მნიშვნელოვან ცვლილებებსა და უმთავრეს პრობლემებზე ისაუბრებენ დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის სტუმრები - ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.