გარემოს მიმართ დამოკიდებულება კარგად მიანიშნებს თუ როგორია ხელისუფლების პოლიტიკა - გრძელ ვადაზე, ქვეყნის მდგრად განვითარებაზე გათვლილი, თუ მოკლევადიანი - ე.წ. საარჩევნო დღის წესრიგითა და მოკლევადიანი შედეგის მოლოდინით შეზავებული. 2014 წლის ბოლოს ნინო გელაშვილმა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის შეფასება სთხოვა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძესა და მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა - თბილისის“ ერთ-ერთ აქტივისტ ერეკლე ურუშაძეს.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.