ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებებს ასახავს. კვლევის შედეგები საინტერესოდ წარმოაჩენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში რეალურად არსებულ სურათსაც ეწინააღმდეგება. ნინო გელაშვილმა კვლევის მიგნებებსა და გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია კვლევის ავტორები - გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მიმართულების უფროსი ნათია ნაცვლიშვილი და კომპანია „ეი-სი-თი“-ს სოციალური კვლევის დირექტორი რუსუდან თელია.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1