10 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გიამბოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას აჩვენებს. კვლევის ერთ-ერთი თვალშისაცემი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა 34,6%-ის აზრით, ქმრის მიერ ცოლის ცემა გამართლებულია სხვადასხვა მიზეზით. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% ქმრის მიერ ცოლის ცემას დანაშაულად თვლის, 25% კი - ოჯახის საქმედ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის ტენდენციებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ანა არგანაშვილი, ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი და რუსუდან ყაზიშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის იურისტი.
რა შეიძლება იწვევდეს ძალადობასთან შეგუებას?
![ანა არგანაშვილი, რუსუდან ყაზიშვილი](https://gdb.rferl.org/771750ac-e916-4264-9c49-181a06ff75bd_w250_r1_s.jpg)
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1