Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინემატოგრაფისტთა პროტესტი

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები „ქართული ფილმის“ გასხვისებაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო აპირებს გაასხვისოს არა მხოლოდ კინოსტუდიის უძრავი, არამედ მისი ინტელექტუალური ქონებაც. ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. კიდევ ერთი პრეტენზია, რომელსაც კინემატოგრაფისტები სახელმწიფოს უყენებენ, ეს შემოდგომაზე ხელმოწერილი მემორანდუმის
შინაარსია, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი, „გოსფილმოფონდი“, ქართული ფილმების საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ისინი ამბობენ, რომ მემორანდუმი კინემატოგრაფისტების, ფილმების მფლობელებისა და ავტორების გვერდის ავლით გაფორმდა და სახელმწიფომ არ გაითვალისწინა მათ მიერ შეთავაზებული პროექტის, „ქართული კინოხელოვნების საგანძურის“, პირობები. კინოსტუდიის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბუბა ხოტივარი და კინომცოდნე მარინა კერესელიძე. საუბარს ნინო თარხნიშვილი უძღვება.

კინემატოგრაფისტთა პროტესტი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:02 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG