საქართველოში ბოლოდროინდელი ეკონომიკური დისკუსია - იქნება ეს პოლიტიკური, თუ ექსპერტების დონეზე მსჯელობა - ლარის კურსზეა ფოკუსირებული. ლარის კურსის განმაპირობებელი პრაქტიკულად ყველა ფაქტორია ჩამოთვლილი და გაანალიზებული სხვადასხვა ფორუმზე. სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ეკონომიკური დღის წესრიგი იმ „ტემპერატურის“ ფონზე, რასაც ლარი აჩვენებს და ვითარებაში, როცა პოლიტიკური ცხოვრება უკვე წინასაარჩევნო რეჟიმზეა გადართული? ნინო გელაშვილმა ამ საკითხებზე სამსჯელოდ თბილისის სტუდიაში მიიწვია „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი და "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.