ბოლო ათი დღის განმავლობაში უცხოური მედიისათვის, კერძოდ კი, „ბი-ბი-სი“-სა და რუსეთის პირველი არხისათვის საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუები განხილვის საგანია. ორივე ინტერვიუს მთავარი შეკითხვები საქართველოს საგარეო კურსსა და რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს შეეხებოდა. განსხვავდებოდა თუ არა მარგველაშვილის პასუხები ბრიტანეთისა და რუსეთის მედიასაშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუებში და როგორ შეფასებას აძლევენ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის მთავარ აქცენტებს პოლიტიკის მკვლევარები - ამ თემაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლებამ სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა.
-
ეკა ქევანიშვილი
მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.