დღევანდელი დისკუსიის თემაა მედიაში არსებული ვითარება. არის თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავა და ტელეკომპანია „იმედში“ დახურული ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუ მედიაში პოლიტიკური გავლენით მიმდინარე ერთიანი პროცესი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან მედიის დამოუკიდებლობის ხარისხსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე - ამ საკითხებზე სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ იურისტი ნათია კაპანაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროექტების მენეჯერი ნინო რობაქიძე.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.