რუსეთის საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის კრიტიკის მთავარი თემაა. თუმცა რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე მიმდინარე პოლიტიკური დისკუსია, რაც ზედაპირზე ჩანს, შეიძლება, სულაც არ ასახავდეს პრობლემის არსს. უფრო ხშირად რუსეთთან ურთიერთობის ფორმებზე მეტი დისკუსიაა, ვიდრე მის შინაარსზე - უნდა შეხვდეს, თუ არა მარგველაშვილი პუტინს, ან უნდა გაგრძელდეს, თუ არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრები და ა.შ... რამდენად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ? რამდენად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების მოკლევადიანი ამოცანა ან ამოცანები ამ მიმართულებით? ნინო გელაშვილმა ამ თემებზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია პოლიტოლოგები ნიკა ჩიტაძე და ხათუნა ლაგაზიძე.