Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმის წონა მაჟორიტარულ ოლქებსა და ოლქებს მიღმა


ქეთევან ჩაჩავა, ელენე ნიჟარაძე
ქეთევან ჩაჩავა, ელენე ნიჟარაძე

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ხმის თანაბრობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, 16-18 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი განსახილველი საკითხია. ამ საკითხით განსაკუთრებითაა დაინტერესებული საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ის ნაწილი, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა მაჟორიტარული ოლქების ახლებურად ფორმირების პროცესში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ პროცესის მიღმა დარჩა. საარჩევნო ოლქების ახალ საზღვრებში მოქცევა ნაკარნახევი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, მაჟორიტარული ოლქების შექმნის არსებული წესი, ამომრჩეველთა ხმის წონის უთანაბრობის გამო, ანტიკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული. თუმცა კრიტიკის საგანი გახდა ცვლილებების პროექტიც, რომელზეც ახლა სადისკუსიო მაგიდასთან ისაუბრებენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ელენე ნიჟარაძე და „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ჩაჩავა. საუბარს ნონა მჭედლიშვილი უძღვება.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG