ექსპერტთა ერთი ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს“ შექმნის წინადადებით მიმართავს. ექსპერტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ხელი არ უნდა შეუშალოს ბიუროკრატიამ და სახელმწიფო სტრუქტურების დაბალმა კოორდინაციამ. ექსპერტების აზრით, „სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო“ ხელს შეუწყობდა სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. ნინო გელაშვილმა ინიციატივის განმარტებისთვის მის ორ ავტორს, ეკონომისტებს - ირაკლი ლექვინაძესა და გიორგი აბაშიშვილს მიმართა.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.