პატრიარქის წლევანდელი საშობაო ეპისტოლით გამოწვეული ვნებები და დისკუსია არ ნელდება. ყველაზე მეტად საზოგადოების აღელვება ეპისტოლის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული, ან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვების „პრობლემატურობაზეა“ ლაპარაკი. „ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლოო“, - წერია ეპისტოლეში. გამწვავებული დისკუსიის ფონზე საპატრიარქომ დღეს დამატებით განმარტა, რომ ეკლესია აღნიშნული მეთოდებით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდება, არამედ მათი გაჩენის მეთოდს თვლის მიუღებლად... პატრიარქის ეპისტოლეზე, მასზე საზოგადოების რეაქციასა და რისკებზე მსჯელობენ დღევანდელი სადისკუსიო მაგიდის სტუმრები - ანა აბაშიძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი და მაია ცირამუა, ფსიქოლოგი.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.