ეგვიპტის მმართველი „მუსლიმთა საძმო“ ადასტურებს თავისი ერთ-ერთი წევრის დაღუპვას ქვეყნის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მოწინააღმდეგეებთან შეტაკების დროს. არეულობასა და ძალადობაში, რასაც ათობით კაცის დაზიანება მოჰყვა, დაიწყო კვირას ქალაქ დამანჰურში, სადაც დემონსტრანტები „მუსლიმთა საძმოს“ ოფისს დაესხნენ თავს.
შაბათ საღამოს ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში კაიროში, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ. მანამდე ეგვიპტის მოსამართლეთა ასოციაცია გამოვიდა მოწოდებით, მურსის ბრძანებულების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეწყდეს მუშაობა ყველა სასამართლოსა და პროკურატურაში. მათი თქმით, პრეზიდენტის ეს დეკრეტი ეგვიპტის სასამართლო სისტემაზე თავდასხმაა. კვირას რეფორმის მომხრეთა დემონსტრაციებს, საპასუხო საპროტესტო მსვლელობები დაუპირისპირეს ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მომხრეებმა. ხელისუფლების ერთ-ერთმა მომხრემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ალექსანდრიაში - ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქში - გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მედია განთავისუფლდეს იმ მოხელეებისგან, რომლებსაც დამხობილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის რეჟიმთან აქვთ კავშირი:
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს გადაწყვეტილებები უფრო ადრე განხორციელდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ბატონ მოჰამედ მურსის და მოვითხოვოთ სამომავლო გადაწყვეტილებები მედიაში წმენდის ჩასატარებლად“.
ეგვიპტის მმართველი „მუსლიმთა საძმო“ ადასტურებს თავისი ერთ-ერთი წევრის დაღუპვას ქვეყნის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მოწინააღმდეგეებთან შეტაკების დროს. არეულობასა და ძალადობაში ათობით ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ბრძანებულება, რომელიც ხუთშაბათს გამოიცა, პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იცავს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან, სანამ ახალი პარლამენტი იქნება არჩეული. ამავე დროს, ის სასამართლოებს უკრძალავს დაშალოს ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე ორგანო, საკონსტიტუციო ასამბლეა, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ. რეფორმატორული ძალები ბრალს სდებენ მურსის თავის ხელში დიქტატორული უფლებამოსილებების კონცენტრაციასა და რევოლუციის მონაპოვრის უპატივცემულობაში. მურსის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაძლიერება მხოლოდ დროებითია და ასეთი დეკრეტის გამოცემა აუცილებელია ყოფილი დიქტატორის, ჰოსნი მუბარაქის მომხრეთაგან რევოლუციის დასაცავად. მურსის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას სურს დიალოგი ოპოზიციასთან, რათა მოხერხდეს საერთო პოზიციების შეთანხმება.
თუმცა რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა - მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატმა მოჰამედ ელ ბარადეიმ - განაცხადა, რომ დიალოგი შეუძლებელია, ვიდრე დეკრეტი არ გაუქმდება. ელ ბარადეიმ მოუწოდა ოპოზიციას გააძლიეროს მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია.
კაიროში, თაჰრირის მოედანზე, მესამე დღეა მჯდომარე აქციას მართავენ რეფორმების მომხრე აქტივისტები. როგორც ოპოზიციამ, ასევე მმართველმა „მუსლიმთა საძმომ“ სამშაბათს მასობრივი აქციების გამართვისაკენ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს.
ამასობაში კი, კვირას - მას მერე, რაც პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების გაზრდის გადაწყვეტილებას შეტაკებები მოჰყვა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის - ეგვიპტის საფონდო ბირჟები 9 პროცენტით დაეცა.