Accessibility links

კამპანია - „ძალა ევროპაშია!“


5 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი და დუტა სხირტლაძე, მსახიობი. მათ ილაპარაკეს კამპანიაზე - „ძალა ევროპაშია!“ რომელსაც იწყებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“.

კამპანიის მიზანია ანტიევროპული და ანტიდასავლური პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. კამპანია 20-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ეკა გიგაურის თქმით, მთვარია კამპანიამ ფართო საზოგადოებრივი ინტერესი და მხარდაჭერა მოიპოვოს. ამ თვალსაზრისით დუტა სხირტლაძის, თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის და საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს პროპაგანდის რა მეთოდებს იყენებს რუსეთი იმისთვის, რომ დასავლეთის დისკრედიტაცია მოახდინოს.

კამპანია - „ძალა ევროპაშია!“
please wait

No media source currently available

0:00 0:59:43 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG