რელიგია და სახელმწიფო, ეკლესია და პოლიტიკა - ამ თემებზე მსჯელობამ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას პარლამენტის უმცირესობის წევრთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. დეპუტატებმა სერგო რატიანმა და ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო წერილით მიმართეს და მოუწოდეს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. პოლიტიკისა და რელიგიის გამიჯვნის საკითხზე საუბრობენ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ნონა მჭედლიშვილის სტუმრები თეოლოგი ლევან აბაშიძე და ფილოსოფოსი გიგა ზედანია.
ეკლესიის მშვიდობისმყოფელი როლი და საგარეო პოლიტიკა

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1